ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით, 14.2 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 65.9 პროცენტი შეადგინა და წლიურად 20.7 პროცენტით მოიმატა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ პერიოდში, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა ზომიერად გაიზარდა.
რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა რუსეთიდან 2018 წლის ივნისში 27.5 პროცენტით და თურქეთიდან 14.7 პროცენტით გამოირჩეოდა.
მეორე მხრივ, ვიზიტორების რაოდენობა სომხეთიდან 5.5 პროცენტით არის შემცირებული.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივაც, ვიზიტორების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა პოლონეთიდან და გერმანიიდან.
აღსანიშნავია, რომ წინა თვეს ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა საუდის არაბეთიდან -955.5 პროცენტით და ყაზახეთიდან -29.8 პროცენტით.