ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი - სსფ-ის პროგნოზები საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებთან თანხვედრაშია
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეხმაურება. აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, ფონდი წელს საქართველოში 2.4%-იან ინფლაციასა და 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მხატრიშვილი აცხადებს, რომ სსფ-ის პროგნოზები სებ-ის პროგნოზებთან თანხვედრაშია.
„ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში განაცხადა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2023 წლისთვის, საშუალოდ, 2.4%-ს შეადგენდა. ის ფაქტი, რომ ჩვენი პროგნოზები თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებთან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაკროეკონომიკური ანალიზის კუთხით ჩვენ მსგავსი ხედვები გაგვაჩნია”, – აღნიშნავს შალვა მხატრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სსფ-მა გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა 10 ოქტომბერს განაახლა და ქვეყნების მიხედვით ახალი ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.