ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, „ბლუმბერგის“ სისტემაში ლარი გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციის დაანონსების შემდეგ, „ბლუმბერგის“ სისტემაში ლარი გამყარდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 94 თეთრია. დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით კი, დოლარი 2.9718 ლარი ღირდა.
ეროვნული ბანკი 40 მილიონი დოლარის გაყიდვას სავალუტო აუქციონზე ხვალ გეგმავს.
„საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.