ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 288.0 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 26.6 მლრდ აშშ დოლარი (-75.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -116.2 პროცენტია (30 ივნისის მდგომარეობით, იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -126.2 პროცენტი იყო). ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 288.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
„2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 13.4 მლრდ აშშ დოლარია (37.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 39.9 მლრდ აშშ დოლარი (112.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 846.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.