ეროვნული ბანკი - წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 337.6 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 29.2 მილიარდი აშშ დოლარი (-78.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -98.7 პროცენტია (მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -103.9 პროცენტი იყო), – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 337.6 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
„2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.6 მლრდ აშშ დოლარია (41.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 386.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.8 მლრდ აშშ დოლარი (120.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 48.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.