ეროვნული ბანკი - ტურიზმიდან შემოსავალი ივლისში 13,3 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის მონაცემით, მიმდინარე წლის ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წლის ივლისთან შედარებით 13,3 პროცენტით შემცირდა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ გასულ თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 374,7 მილიონი დოლარი იყო, 2018 წლის ივლისში კი ეს მაჩვენებელი 432,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ტურიზმის შემოსავალი დაახლოებით 35 მილიონი დოლარით იყო გაზრდილი.