ეროვნული ბანკი - თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 856 მლნ ლარით ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 856 მლნ ლარით ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მარტისათვის 37.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 856.15 მლნ ლარით, ანუ 2.33 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 289.24 მლნ ლარით, ანუ 1.80 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 566.92 მლნ ლარით, ანუ 2.74 პროცენტით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 40.75 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.67 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.00 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.05 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.54 პროცენტი შეადგინა.