ეროვნული ბანკი - სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 457 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 457 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ოქტომბრისთვის 35.86 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 457.47 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 127.52 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 584.99 მლნ ლარით, ანუ 2.96%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 39.27 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.54% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.70%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.97%, ხოლო ევროს წილმა 15.64% შეადგინა.