ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვსაუბრობდით, რომ ამ უპრეცედენტო წელს ბაზარს საჭიროების შემთხვევაში მივაწვდით რესურსებს, ისედაც ასე ვაკეთებთ ხოლმე. დღესაც ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.