ეროვნული ბანკი - საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება.
ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოსავლების სამთვიანი კლების შემდეგ დაფიქსირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში შემოსავალი 8.6 პროცენტით შემცირდა, აგვისტოში 6.8 პროცენტით, სექტემბერში კი, 4.9 პროცენტით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ოქტომბერში საქართველოს 735.1 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.