ეროვნული ბანკი - სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკი - სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

მათივე ცნობით, მოთხოვნამ 168 400 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.490 პროცენტით, მაქსიმალური 10.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.603 პროცენტით განისაზღვრა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.