ეროვნული ბანკი - ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია.
მათივე ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი Unistream- ის სწრაფი გადახდის სერვისს არ იყენებს.
„გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორცილება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა. ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი, არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.