ეროვნული ბანკი - ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 12.5 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 562.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით, ანუ 18.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი მოდიოდა.
ეროვნული ბანკის ონფორმაციით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 31.84 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე 25.32 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის აშშ – 19.63 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 18.29 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 13,72 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, 2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით ნაკლებია.