ეროვნული ბანკი - მარტთან შედარებით, აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი აპრილისათვის 37.10 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 531.63 მლნ ლარით, ანუ 1.41 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.02 მლრდ ლარით, ანუ 6.24 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 488.62 მლნ ლარით, ანუ 2.30 პროცენტით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 40.60 პროცენტი შეადგინა.
პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.14 პროცენტული პუნქტით. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.99 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.06 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.81 პროცენტი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.65 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.97 პროცენტი შეადგინა.