ეროვნული ბანკი - მაისთან შედარებით, ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 208 მილიონი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივნისისთვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 48.25 მლნ ლარით, ანუ 0.29%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით შემცირდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.29 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.00 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა 14.58% შეადგინა.