ეროვნული ბანკი - მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.4 პროცენტით პროცენტით გაიზარდა
2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4 პროცენტით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1 პროცენტი მოდიოდა
სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 31.93 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 31.75 მლნ აშშ დოლარით რუსეთის ფედერაციაა, მესამეზე აშშ – 24.15 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 20.63 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 14.77 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.
ამასთან, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5 პროცენტით მეტია.