ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენცია იქნება.
ეროვნულმა ბანკმა იმავე ოდენობის თანხა – 40 მლნ აშშ დოლარი 16 სექტემბერსაც გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა.
სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, 16 სექტემბრის აუქციონის ჩათვლით, ჯამში 409 650 000 დოლარი გაყიდა.