ეროვნული ბანკი - იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 163.5 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1190.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 163.5%-ით, 276.1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.7% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.0% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 267.62 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 39.64 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 28.59 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 18.07 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 17.08 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 70.3 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.