ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშების გამოქვეყნებას 2019 წელს განაახლებს
ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშების გამოქვეყნებას 2019 წელს განაახლებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშების გამოქვეყნებას 2019 წელს განაახლებს. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი” პროგრამის მესამე მიმოხილვას ეძღვნება.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშებს ეროვნული ბანკი 2011 წლის შემდეგ არ აქვეყნებდა, რაც ექსპერტთა ნაწილის მხრიდან ბანკის მიმართ კრიტიკის საფუძველი იყო.

სავალუტო ფონდში მიესალმებიან გადაწყვეტილებას ანგარიშების გამოქვეყნების განახლებაზე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ფინანსურ სისტემაში არსებული რისკების შესახებ და მათ შესამსუბუქებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე.