ეროვნული ბანკი დღეს რეზერვებიდან 20 მილიონ დოლარს გაყიდის
ეროვნული ბანკი დღეს რეზერვებიდან 20 მილიონ დოლარს გაყიდის

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი დღეს რეზერვებიდან 20 მილიონ დოლარს გაყიდის.

„ბლუმბერგის“ სისტემაში დილიდან დოლარის კურსი 2.99 ლარის ნიშნულს მიუახლოვდა, კომერციულ ბანკებში კი, 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა. ამ დროისთვის, კურსი ოდნავ დასტაბილურდა და „ბლუმბერგის“ სისტემაში 2.9650 ნიშნულზეა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 386 მილიონ დოლარს შეადგენს.