ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ საუბარია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, უწყება თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.