საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71 პროცენტით ნაკლებია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.66 პროცენტით ნაკლები), – ინფორმაციას დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24 პროცენტით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.46 პროცენტით).
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.05 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.36 პროცენტით. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.41 პროცენტით, ხოლო ევროს წილმა 14.18 პროცენტით შეადგინა.