ეროვნული ბანკი - აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მაისის ბოლოსთვის 45.48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.39 მლრდ ლარით, ანუ 5.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 640.93 მლნ ლარით, ანუ 3.72%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.75 მლრდ ლარით, ანუ 6.76%-ით გაიზარდა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მაისის ბოლოსათვის 49.52 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.84%, ხოლო ევროს წილმა 18.77% შეადგინა.