ეროვნული ბანკი - აპრილში აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 36.7 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აპრილში აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 36.7 პროცენტით გაიზარდა

2023 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20.0%-ით მოიმატა და 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.0%-ით, 28.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები აპრილში კვლავ მაღალი იყო და 160 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 1.2-ჯერ მეტია.

„აპრილში, რეგიონის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები კვლავ გაიზარდა, შესაბამისად, 13.7%-ითა და 13.9%-ით, ხოლო აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა 3.4%-ით დაიკლო. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყაზახეთიდან გადმორიცხული თანხები მცირედით ნაკლები იყო, ხოლო უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე დარჩა. მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც (36.7%- ით). აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (43.2%), ევროკავშირის ქვეყნები (29.0%) და აშშ (9.3%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.