ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 288 მილიონით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 288 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი სექტემბრისთვის 35.41 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 287.82 მლნ ლარით, ანუ 0.82%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 56.39 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 231.43 მლნ ლარით, ანუ 1.19 პროცენტით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის 39.89 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.37 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.88 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.67 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.95 პროცენტი შეადგინა.