ეროვნული ბანკი - 2023 წლის მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - 286 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 673 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 959.72 მილიონი ლარით, ანუ 2.14%-ით გაიზარდა და მაისის ბოლოს 45.73 მილიარდი ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 286.06 მილიონი ლარით, ანუ 1.14%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 673.66 მილიონი ლარით, ანუ 3.41%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.36 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.10%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 12.45 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვეს 3.19%-ით აღემატება.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მაისის განმავლობაში 2.18%-ით, ანუ 525.43 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 24.68 მილიარდი ლარი შეადგინა.
2023 წლის მაისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.34 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით.