ეროვნული ბანკი - 2023 წლის ივლისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - 93 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 370 მლნ ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 463.75 მლნ ლარით, ანუ 0.98%-ით გაიზარდა და ივლისის ბოლოს 47.79 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 93.57 მლნ ლარითნ ანუ 0.36%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 370.18 მლნ ლარით, ანუ 1.73%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.50 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.74%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულია 13.48 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.30%-ით მეტია.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისის განმავლობაში 0.91%-ით, ანუ 227.94 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 25.39 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის ივლისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.47 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.34 პროცენტული პუნქტით.