ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 მაისს, 13:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიცია ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობის ამსახველი მასალა; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტომასალა; ლევილის უკანასკნელი არქივში გაერთიანებული დოკუმენტები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ექსპონატებისა, რომელიც დამთვალიერებელს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დახვდება.
ექსპოზიცია ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და გამოფენის ნახვა შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, კოვიდრეგულაციების დაცვით.