ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში“ დღეს გაიხსნება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში“დღეს გაიხსნება.
ექსპოზიცია აერთიანებს 1920-იან 1980-იან წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ფოტოებს.
კინოოპერატორის მუშაობის პარალელურად, ფილმების კადრებს ფოტოგრაფებიც იღებდნენ. სწორედ ამიტომ დღემდე შემორჩენილია არამარტო დადგმული სცენები, არამედ მასზე მუშაობის პროცესი.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 40-ზე მეტი მხატვრული ფილმის ფოტოებს ნახავს. მათ შორისაა ფილმები: „აკაკის აკვანი“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ვერის უბნის მელოდიები“, „როცა აყვავდა ნუში“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვა.