ეროვნული არქივის პავილიონში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნება. 25 მარტიდან მხატვრის 50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი გამოიფინება.
მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევრის, „პარიზის“ ესკიზს დამთვალიერებელი პირველად ნახავს.
მერაბ აბრამიშვილი ქართული სამხატვრო ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. აბრამიშვილის ნამუშევრებმა ნამუშევრებმა სოტბის და კრისტის აუქციონების ყურადღებაც მიიპყრო.
მერაბ აბრამიშვილი 2006 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.