ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართა
ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – „ნუცას სკოლის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორი, გადამღები ჯგუფი, მსახიობები, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფილმის ოპერატორია: დავით გუჯაბიძე, მხატვრები: გოგი რატიშვილი, გოჩა მაისურაძე, კოტე ჯაფარიძე; კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე.
ფილმში მონაწილეობენ: ზაზა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, მარინა ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, ნინო კობერიძე, თამარ მამულაშვილი, დათო ხახიძე, თამარ სხირტლაძე, კაცი კავსაძე, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ბეგალიშვილი, დავით დვალიშვილი, ვასილ ბახტაძე, ნუგზარ ხიდურელი.
მწარმოებელი კომპანიები: „ქართული ფილმი“, „ქართული ტელეფილმი“.
ფილმი აღდგენილია 2019 წელს, „ქართული ფილმის“ სარესტავრაციო ბაზაზე.
11 და 12 ივნისს, 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეტრში „ნუცას სკოლის“ კიდევ ორი ჩვენება მოეწყობა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ეროვნული არქივის კინოთეატრის სალაროში.