ეროვნული არქივის ახალი მულტიმედიური გამოფენა დავით კლდიაშვილის იუბილეს მიეძღვნა
დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, კინოდოკუმენტები, ავტოგრაფები, წერილობითი დოკუმენტები, პუბლიკაციები, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების კადრები ფართო საზოგადოებას ამ ფორმატით პირველად წარედგინა.
დავით კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს (ძველი სტილით 29 აგვისტოს) სოფელ სიმონეთში სამსონ კლდიაშვილისა და კესარია ღოღობერიძის ოჯახში დაიბადა.
მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე.