ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს გამართავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს 2023 წლის 4-7 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, 2023 წლის ფესტივალის თემა „კინოარქივების საგანძური“ იქნება.
„ფესტივალის სტუმრები ეროვნული არქივის კინოდარბაზში საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცულ კინომემკვიდრეობას ნახავენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად იცვლება.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2023 წლის 30 ივნისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.
ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saarkivo-filmebis-festivali-1“, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.