ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე მუშაობს
ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე მუშაობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ პერიოდში რესტავრირებული იყო ქართველი მეფეების, სასულიერო პირებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების 77 ისტორიული საბუთი.

მათივე ცნობით, საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 500 კინოფირს და 80 ფონოდოკუმენტს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავის სახარებაზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს“, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.