ეროვნული არქივი არქივის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეროვნული არქივი არქივის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული არქივი არქივის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში მდებარე შენობაში გაჩნდა.