ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-6 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. მცირე სენსაცია დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ“ საქართველოს თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე საჩხერელთა ნახევარმცველმა თემურ მარკოზაშვილმა გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე კი „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ბოლნისელები 35-ე წუთზე თბილისელთა მცველის, ნიკა ჭანტურიას ავტოგოლით დაწინაურდნენ. სტუმართა კაპიტანმა ჯაბა დვალმა 44-ე წუთზე „სიონის“ უპირატესობა გაზრდა 0:2, ხოლო საბოლოო ანგარიში 45-ე წუთზე „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა 1:1. ამ მოგებით „ჩიხურამ“ 11 ქულა დააგროვა, „ტორპედოს“ გადაასწრო და მე-3 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სიონმა“ „ლოკომოტივი“ დააქვეითა და 7 ქულით მე-7 ადგილზეა.