დღეს და ხვალ, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.
დღეს, 31 მარტს, სამი მატჩი დაიგეგმა: თბილისის „ლოკომოტივი“ 16:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს. „მიხეილ მესხის“ სტადიონის მთავარ არენაზე კი „რუსთავისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილა“ ბოლნისის „სიონს“ 20:30 საათზე დაუპირისპირდება.
ტურის და პირველი წრის ცენტრალური შეხვედრა კვირას, პირველ აპრილს „დინამო-არენაზე“ ჩატარდება: ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისი“ ქუთაისის ტორპედოს“ უმასპინძლებს – მატჩი 16:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელეტრანსლაციას კი პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ტური კვირას, პირველ აპრილს დასრულდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „სამტრედია“ 19:00 საათზე ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება.