დღეს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-17 ტურის პირველი მატჩი გაიმართება, შეხვედრები კი სამ დღე გაგრძელდება.
გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთ-ერთ ლიდერი „დილა“ „ლოკომოტივს“ 20:00 საათზე შეხვდება. 28 ივნისსაც ერთი თამაში დაიგეგმა: ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან – „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე“ საჩერის „ჩიხურას“ შეხვდება და მდევრებთან უპირატესობის გაზრდას შეეცდება.
ტური 29 ივნისს სამი მატჩით დასრულდება: ბოლნისის „სიონი“ ქუთაისის „ტორპედო“ „მიხეილ მესხი 2“-ზე დაუპირისპირდება, ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ ფოთის „კოლხეთი“ – თბილისის „დინამოს“, ხოლო „მიხეილ მესხზე“ „რუსთავი“ – „სამტრედიას“.
ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი ტური ჩატარდება და საზაფხულო შესვენება გამოცხადდება, რომლის დროსაც ევროთასების მატჩები გველის.