ეროვნულ მუზეუმში ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა [ფოტო]
ეროვნულ მუზეუმში ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა [ფოტო]

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა.

ვებგვერდზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულების ნივთები, ხელნაწერები, სამოსი, ქსოვილები, აქსესუარები, ასევე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

საქართველოში ებრაელთა კულტურისა და ყოფის ამსახველი სამუზეუმო კოლექცია შეგროვდა რეგიონული სამეცნიერო-ეთნოგრაფიული ექსპედიციების საფუძველზე.

ღონისძიება ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ფესტივალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.