29-30 ნოემბერს ეროვნული ლიგის სხვადასხვა რანგის გუნდი პლეი-ოფის პირველ მატჩებს ჩაატარებს.
ლიგა 3-ის “თელავი“ საკუთარ მოედანზე ლიგა 2-ის ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ – თბილისის „ნორჩ დინამოს”.
ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები კი 30 ნოემბერს გაიმართება: ბოლნისის „სიონი“ საკუთარ „თამაზ სტეფანიაზე“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო ფოთის „პარკი არენაზე“ „კოლხეთი“ – მარტვილის „მერანს“.
გუნდები განმეორებით შეხვედრებს 3 დეკემბერს ჩაატარებენ.