ეროვნულ გალერეაში ოთხი გამოფენა - ტიციანი, რენესანსი, ბაროკო, თანამედროვე კრეატიულობა გაიხსნება
საქართველოს ეროვნულ გალერეაში მაისიდან ოქტომბრამდე ოთხი საერთაშორისო ახალი გამოფენა ტიციანი, რენესანსი, ბაროკო, თანამედროვე კრეატიულობა გაიხსნება.
გამოფენები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნება. ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, ამჯერად თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარი გამოიფინება.
„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“. ეროვნულ გალერეაში ხვალიდან იქნება წარმოდგენილი ნამუშევარი „ღვთისმშობელი ყრმით“ („მადონა ალბერტინი“) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“. 25 მაისს გაიხსნება ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გამოფენა იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.
Evidence. A New State of Art (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ – თემატური გამოფენა, რომლის მეშვეობით ამჯერად გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში.
„იტალიური ხელოვნება საქართველოში” იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ჩამოვა ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის და ძეგლთა სამინისტრო და პროექტი ”ჩექინ ჯორჯია”და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია