ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ დასრულდა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ დასრულდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა ჯამში 21 360-მა ვიზიტორმა დაათვალიერა.
ამ ხნის მანძილზე ჩატარდა საგანმანათლებლო ლექციები ვიქტორინები და სალექციო კურსი ბავშვებისათვის. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის ნახვა უსასყიდლოდ შესაძლებელი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები. რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) ექვს გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან, რომლის კოლექცია მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებსა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.
მთელი წლის განმავლობაში, საერთაშორისო გამოფენები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების კოლექციებიდან თბილისში კიდევ გაიხსნება.
გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ 2 თებერვლიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა.