ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
პროექტში მონაწილეობას საქართველოს ცხრა უნივერსიტეტის ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები იღებდნენ.
წარმატებულ სტუდენტებს დიპლომები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი ქართული ენის დაცვა და პოპულარიზაციაა.
პროექტის ანალოგი ორგანიზატორებმა ლიტვის მაგალითიდან გადმოიღეს, სადაც მსგავსი ღონისძიება 2006 წლიდან დაიწყეს.
ღონისძიებას ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.