ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, – ამის შესახებ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2018-2020 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განიხილება.
“ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პროცესი, ეს არის განხილვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, რომელიც არის პრაქტიკულად შემადგენელი ნაწილი ყველანაირი პროცესის. ეს არის იმ პროცესის შემადგენელი, რომელიც ეხება ბიუჯეტს. განცალკევებულად არის დაგეგმილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა 27 ნოემბერს. ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულება და ამ თავლსაზრისით კობა გვენეტაძე მობრძანდება კომიტეტში. კომიტეტზე განიხილება, 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ნებისმიერ ჩვენ კოლეგას შეუძლია დასვას კითხვა. კომიტეტის სხდომის შემდეგ სესიაზე გავიტანთ საკითხს. მოსმენა გაიმართება 27 ნოემბერს და ამის ორგანიზებას გააკეთებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კობა გვენეტაძესთან ერთად”, – განაცხადა კოვზანაძემ.