ეროვნულ არქივში, 22-28 მარტის ჩათვლით, გაციფრებული ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიმართება
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი 22-28 მარტის ჩათვლით ცხრა მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას უმასპინძლებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღდგა.
„რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ანიმაციური ფილმების ციფრული აღდგენის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მულტფილმების ეტაპობრივ აღდგენას, ორიგინალური სახის შენარჩუნებას, მაღალი ხარისხის ასლების დამზადებასა და მათ პოპულარიზაციას.
როგორც ეროვნული არქივის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მაყურებელს პირველად ეძლევა საშუალება, დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება:
„წუნა და წრუწუნა“. რეჟ. არკადი ხინთიბიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი. 1962
„ბომბორა სწავლას იწყებს“. კარლო სულაკაური. რეჟ. 1973
„სახლობანა“. ვახტანგ ბახტაძე. რეჟ. 1973
„საზამთრო“. რეჟ. კარლო სულაკაური. 1974
„თერძი ბესო“. რეჟ. ლუის ფერნანდესი. 1977
„ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“. რეჟ. 1983
„ყარყატის შვილობილი“. რეჟ. დიმიტრი პეტკოვი. 1985
„სანუკვარი ოცნება“. რეჟ. კონსტანტინე მაცაბერიძე. 1989
„მძლეთამძლე“. რეჟ. ამირან ისიანი. 1991
ანიმაციური ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.