ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება
ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.