ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აიკ სარგსიანს საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სარგსიანს ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო შენახვა.
მიმდინარე წლის 29 ივნისს სომხეთის მოქალაქე დავიდ სიმონიანმა გენერალურ პროკურატურას განცხადება წარუდგინა, სადაც წერს, რომ 2007 წლის 1-ელ აპრილს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აიკ სარგსიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.
აიკ სარგსიანი სერჟ სარგსიანის უმცროსი ძმის, ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის, ალექსანდრ სარგსიანის შვილია.