ერევნის სასამართლომ გაგიკ წარუკიანის დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ერევნის სასამართლომ გაგიკ წარუკიანის დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ერევნის სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატის, გაგიკ წარუკიანის დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს და ბიზნესმენ წარუკიანს ​2017 წლის არჩევნების დროს ამომრჩევლების მოსყიდვა დასდეს ბრალად. თავად პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მის მიმართ აღძრული საქმე გამოგონილია და პოლიტიკურ დევნას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა დეპუტატ წარუკიანს 16 ივნისს გაუუქმა იმუნიტეტი.