ერევნის ქუჩებში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტეტსო მსვლელობა მიმდინარეობს
ერევნის ქუჩებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტეტსო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის პარალელურად, სომხეთის დედაქალაქში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც დეპუტატები 15 საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის მიმდინარეობისას დემონსტრანტებსა და დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რვა დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წევრებს მოღალატეები უწოდეს და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის მანქანას კვერცხები დაუშინეს.
მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ დღეს დილიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა იყო.