ერევნის მერი ტარონ მარკარიანი გადადგა
ერევნის მერი ტარონ მარკარიანი გადადგა

ერევნის მერი ტარონ მარკარიანი გადადგა. ამის შესახებ სომხური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. მარკარიანი თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა.

მაისის შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერი გახდა, ერევნის მერის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. თუმცა, მარკარიანი გადადგომაზე უარს აცხადებდა.

მერის მოვალეობას დროებით კამო არეიანი შეასრულებს.